ფილმი წარმოადგენს ტრაგიკომედიას, რომელიც ირონიის დიდი დოზით დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებას განიხილავს. მასში ქართული სოციალური და პოლიტიკური რეალობის ამსახველი რამდენიმე პრობლემაა თავმოყრილი: უსახლკარო ბავშვების, საზღვარგარეთ გაქცეული ახალგაზრდების, ძველი ინტელიგენციის და კიდევ ბევრი სხვა.